1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერებს ხბოს ცივი მეთოდით გამოსაზრდელი სადგომები გადაეცათ

ფერმერებს ხბოს ცივი მეთოდით გამოსაზრდელი გალია გადაეცათ

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი“ს ფარგლებში ფერმერ მოგელი მგელაძეს საჩუქრად ხბოს ცივი მეთოდით გამოსაზრდელი გალია გადასცა. ფერმერი უკვე რამდენიმე წელია მეცხოველეობას ეწევა. გადაცემის პროცესს აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დაესწრო.

მეცხოველეობის ხელშეწყობის მიზნით 5 ფერმერს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 6 ცალი ხბოს გალია გადაეცათ. „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი“-ს ფარგლებში შეძენილი ხბოს 6 სადგომის საერთო ღირებულება 8553 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ახალშობილი ხბოების ცივი მეთოდით გამოზრდას, რაც აპრობირებული მეთოდია და პირველად ხორციელდება რეგიონში. ახალშობილი ხბო გადადის ინდივიდუალურ გალიებში შენობიდან მოშორებით, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, ხბოს მაღალხარისხიანო საკვები და წყალი ეძლევა ნებაზე. ასეთ პირობებში გაზრდილი ხბო ინარჩუნებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას, გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით და დაავადებების მიმართ მდგრადობით.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი საქართველოში 2018 წლის 31იანვრამდე გაგრძელდება.