1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერებს საჩუქრად ინკუბატორები და გალიები გადაეცათ

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა რეგიონში მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის ფარგლებში ფერმერ ჯემალ გოგმაჩაძეს საჩუქრად 352 კვერცხიანი და 528 კვერცხიანი ინკუბატორები გადასცა, ხოლო გია ცეცხლაძეს გალიები გადასცა. ფერმერები უკვე რამდენიმე წელია მწყერის გამოჩეკვა გამოზრდას ეწევიან. გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და,,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის წარმომადგენელი მერაბ სვანიძე ესწრებოდნენ.

ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზოგლო პროგრამის, ენპარდის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ეს სურსათის უსაფრთხოების, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საწინდარია.

ენპარდი მხარს უჭერს მცირე ფერმერებს და ხორციელდება აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით.

ენპარდის პირველი ფაზა დასრულდა 2016 წლის ივნისში. ამასვე მალევე მოჰყვა პორგრამის მეორე ეტაპი, რომელიც 2016-2018 წლებში განხორციელდება.