1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები გურიაში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრი"-ს თანამშრომლებმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას გააცვნეს გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 2016 წელს წარმოებული ვაზისა და ციტრუსის ნერგების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან 5460 ძირი-ცოლიკოური, 7235 ძირი ციცქა, 3130 ძირი კრახუნა, 1440 ძირი ჩხავერი და 680 ოჯალეშის ჯიშის ნერგებია და ასევე სხვადასხვა სასუფრე ჯიშები 1818 ძირი. ამჟამად სარეალიზაციოდ დარჩენილია ვაზის ერთ წლიანი ნერგი-ციცქა-1625 ძირი და კრახუნა 700 ძირი.

2017 წლის გაზაფხულზე მაისის მეორე დეკადაში მზად იქნება 20 000 ძირი საღვინე და სასუფრე ვაზის ნერგები, კონტეინერებით.

2017 წლის შემოდგომისათვის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სარეალიზაციოდ მზად იქნება 13000 ძირი სხვადასხვა ციტრუსოვანთა ნამყენი ნერგები: მანდარინი-10500, ლიმონი-1000, ფორთოხალი-1500.

შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.