1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია ამაგებისათვის

ხელვაჩაურის გამგეობაში აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ახლად ჩამოყალიბებულ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების ( ა.მ.გ.ე.ბ.ი-ს) თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ამაგების წარმომადგენლებს მიმდინარე და მიზნობრივი  პროგრამები გააცვნეს, ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია ნერგების წარმოების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამაგების პროგრამის განხორციელება დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში. პროექტი განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა ა(ა)იპ განვითარების აკადემიამ, პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 74 000ლარს.