1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სოფლის მეურნეობის სფეროში სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე: სოფლის მეურნეობის სფეროში სლოვაკურ და ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები. შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სლოვაკური კომპანია Agrostud Javorie lfd -ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტის მიზანია ადგილობრივი სპეციალისტების და ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება სლოვაკეთის რესპუბლიკის შესაბამის დაწესებულებებში.

შეხვედრაზე Agrostud Javorie lfd-ს დირექტორმა მილან კისელმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,საქართველოს მიუვალ მთიან მხარეებში აგრო განვითარების ხელშეწყობა, მესაქონლეობის პროდუქტიულობისა და წარმოების ზრდით’’. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიჩალკა. ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლები და ფერმერები. შეხვედრის ბოლოს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და Agro Stud javorie s.r.o ს კონტრაქტორმა მილან კისელმა ,,საქართველოს მიუვალ მთიან მხარეებში აგრო განვითარების ხელშეწყობა, მესაქონლეობის პროდუქტიულობისა და წარმოების ზრდით’’, თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი