1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტრეინინგი ბიო პროდუქტებზე

სოფლის მეურნეობის წახალისების, აგრო სექტორში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში, დიმიტრი კოსტაროვმა ადგილობრივ ფერმერებს ბიო პროდუქტებზე და ბიო პრეპარატებზე ტრეინინგი ჩაუტარა.

ტრეინინგს ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ადგილობრივი ფერმერები და აგრო სექტორში მომუშავეები.