1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

თაფლის ფესტივალი აჭარაში

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას ადგილობრივი და რეგიონის წარმომადგენელი მეფუტკრეები წარადგენენ. შარშანდელთან შედარებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება. 
13 აგვისტოს, დღის 12:00 საათიდან ღამის 11:00 საათამდე, ფესტივალი ოფიციალურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიხსნება, ხოლო 14 აგვისტოს, დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ვიზიტორები ფესტივალს გონიოს ციხეში ეწვევიან.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ახორციელებს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.