1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთაანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთაანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა როლანდ კეჟერაძემ.  მემორანდუმის ხელმოწერას სავაჭრო სამრეწველო პალატის, აჭარის კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მეფუტკრე ფერმერები ესწრებოდნენ. 2016 წლის 13-14 აგვისტოს აჭარაში უკვე მეორედ ჩატარდება თაფლის ფესტივალი, სადაც თაფლის პროდუქციას წარმოადგენენ მეფუტკრეები აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. თაფლის ფესტივალი ტარდება ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.