1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ლაშა კომახიძე-აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი 12 ხმით აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძე დაამტკიცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძის კანდიდატურა შეირჩა. იგი სოფლის მეურნეობის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გაეროს განვითარების პროგრამაში ახორციელებდა ევროკავშირის პროექტს „ENPARD“ აჭარა. მონაწილეობა მიიღო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 7 მლნ. ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 % -ით გაეზარდა. ასევე მას უკავშირდება აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი, რომელიც განაპირობებს 2016-2020 წლების მანძილზე ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას ჩვენს რეგიონში.