1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მაღალმთიან აჭარაში ვაზის ნერგების გაყიდვა დაიწყო

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრმა“ ფერმერების ხელშეწყობის მიზნით აქცია მოაწყო და მის მიერ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი 5000 ვაზის ნერგი აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ქედა, შუახევი, ხულო) სარეალიზაციოდ გაიტანა.
ვაზის ნერგები კონტეინერული სახით არის წარმოდგენილი და მისი გადარგვა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.  ადგილობრივ ფერმერებს შეუძლიათ სასუფრე და საღვინე ჯიშები რაიონის ადგილობრივ  ცენტრებში შეღავათიან ფასად შეიძინონ. ვაზის ნერგების ფასი 2ლარიდან -2,5ლარამდეა.