1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა რეგიონის მეფუტკრე ფერმერებთან

დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე რეგიონის მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ აბულაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე. შეხვედრაზე განიხილეს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე პროექტი ხელს უწყობს კოოპერატივის წევრების ცოდნის ამაღლებას.