1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში გარემოს დაცვის დღე ვაზის დარგვით აღნიშნეს

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა გვარას სანერგე მეურნეობაში 10ჯიშის სასუფრე და საღვინე ვაზის ნერგი დარგეს. აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი სულ 5000მდე ნერგი დაირგვება. სადემონსტრაციო ნაკვეთი 3 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ ვაზის მოვლის აგრო წესებს გაეცნონ და დაინტერესების შემთხვევაში სანერგე მეურნეობიდან ნერგები შეიძინონ.