1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული ფაკულტეტის მიმართულების სტუდენტებსა და ლექტორ პროფესორებს უმასპინძლა გვარას სადემონსტრაციო ნაკვეთებზე

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული ფაკულტეტის მიმართულების სტუდენტებსა და ლექტორ პროფესორებს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა.

სტუდენტებმა და ლექტორ-პროფესორებმა დაათვალიერეს და გაეცვნენ სასათბურე მეურნეობას,  ვაზის ნაკვეთებს, მოინახულეს ღვინის სახლი, რომელიც ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ინიციატივით აშენდა.
 ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის ხელშეწყობით დაგეგმილია სტუდენტების სტაჟირებაზე აყვანა გვარა-ხუცუბნის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში.