1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა ფერმერებს ხურმის ჩირი დაუმზადა

აგროსერვის ცენტრმა ხილის საშრობ მინი- საწარმოში ფერმერებს ხურმის ჩირი დაუმზადა. ქობულეთის რაიონის, სოფელ  ციხისძირის მცხოვრებლებმა ორგანიზაციაში 100 კგ ხურმა ჩირის დასამზადებლად წინა კვირის ბოლოს მიიტანეს. ჩირის დამზადების პროცესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულები. აგროსერვის ცენტრის მიზანია, ფერმერებს ხელი შეუწყოს სხვადასხვა პროდუქციის ალტერნატიული მეთოდებით დამზადებასა და რეალიზაციაში.

ხურმის ჩირი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. მისი ფასი 4-5 ლარამდე მერყეობს, მაშინ როცა კგ ხურმის ფასი ბაზარზე 50-60 თეთრია. აჭარაში ხურმის ჩირს, ისევე როგორც სხვა ხილის ჩირებს ფერმერები ძირითადათ სახლის პირობებში ამზადებენ.  მზეზე, სახლის პიროებებში ხილის ხელოვნური შრობისგან განსხვავებით აგროსერვის ცენტრის ჰელიო სისტემის საშრობ დანადგარში დაცულია ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური პარამეტრები, რაც აუცილებელია მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად. აგროსერვის ცენტრმა ხილის საშრობი მინი საწარმო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. ის ჰელიო სისტემის დანადგარია და მასში ნედლეულისგან მზა პროდუქციის მიღება დაახლოებით სამი-ოთხი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.