1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები მესათბურე ფერმერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ

12-14 ოქტომბერს, 11-დან 16 საათამდე, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში ისრაელიდან მოწვეული ექსპერტები მესათბურეობით დაინტერესებულ ფერმერებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე 514 64 40 40.  

გილად მარეკი და რივკა ოფენბახი 3 დღის განმავლობაში აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და გურიიდან ჩამოსულ ფერმერებსა და კოოპერატივების წევრებს სათბურებში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ტრენინგის პროგრამის მიხედვით 12 ოქტომბერს, ტრენინგს აგროსერვის ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები დაესწრებიან, 13 ოქტომბერს სამგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან ჩამოსული მონაწილეები, 14 ოქტომბერს კი აჭარაში მესათბურეობით დაკავებული ფერმერები და კოოპერატივების წევრები. ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშადის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურეობით დაკავებული ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.