1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ვაზისა და ციტრუსის ნერგების გაყიდვა დაიწყო

აგროსერვის ცენტრში ვაზისა და ციტრუსის ნერგების გაყიდვა დაიწყო. ორგანიზაციაში ფერმერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ვაზის ისეთი ჯიშები, როგორებიცაა კარდინალი, ოჯალეში, ცოლიკოური, ალექსანდროული, ჩხავერი, პრიმა და სხვა. სასუფრე და საღვინე ყურძნის ამ ჯიშების შერჩევა და გამრავლება მათი პერსპექტიულობისა და მომგებიანობის გამო გადაწყდა. გარდა ამისა, ისინი კარგად შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს.

გარდა ვაზისა აგროსერვის ცენტრში მანდარინის საადრეო, ფორთოხლის, ლიმნის, კინკანის, გრეიფუტისა და ლაიმის სხვადასხვა ჯიშის ნერგებია გაყიდვაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მანდარინის საადრეო და პერსპექტიული ჯიშები იურა ვასე, ტიახარა უნშიუ, ნიჩინანი, უენო ვასე, მიჰო ვასე, ოკიცუ ვასე და  ერთწლიანი ადრეულა. მანდარინის ამ ჯიშების მოსავლის აღება სექტემბერ-ოქტომბერშია შესაძლებელი და ისინი კარგი გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან. ციტრუსისა და ვაზის ნერგების ფასები 2-3 ლარამდე მერყეობს. შეძენის მსურველებმა უნდა მიმართონ აგროსერვის ცენტრს ბათუმში, გოგებაშვილის 46-ში ან დაუკავშირდნენ მარკეტინგის სპეციალისტს ნომერზე 577 585581.