1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის ხელოვნური განაყოფიერების სადგურები მთებშიც ფუნქციონირებს

აგროსერვის ცენტრის ფურის ხელოვნური განაყოფიერების მობილური სადგურები მთებშიც ფუნქციონირებს. მეორე თვეა აგროსერვის ცენტრის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალიატები ფერმერებს ბეშუმში, გომისმთაზე, თეთრობსა და კუნჭულეთის მთებში ემსახურებიან. ამ დროის მანძილზე სპეციალისტებმა 20-მდე განაყოფიერება განახორციელეს.

აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი 2012 წლიდან ENDP პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე რეგიონს ჯერსისა და შვიცის ჯიშის 1255-მდე ხბო შეემატა, უახლოეს თვეებში კი ეს რიცხვი 2500-მდე გაიზრდება. ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის მთავარი მიზანი საქონლის ჯიშგანახლებაა, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აისახება წველადობასა და საქონლის წონაზე. ჯერსის, შვიცისა და ანგუსის ჯიშის საქონელი, რომლის ბიომასალასაც ორგანიზაცია იყენებს  მაღალი პროდუქტიულობითა და კარგი გენეტიკური თვისებებით გამოირჩევა.

მეცხოველეობის დარგისა და მსხ. რქოსანი პრიტუყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის ხელოვნური განყოფიერება ყველაზე იაფი და მარტივი საშუალებაა. სპეციალისტები გამოძახების საფუძველზე ადგილზევე უწევენ ფერმერებს მომსახურებას. სერვისის ღირებულება მაღალმთიან აჭარაში 10, ხოლო ბარში 20 ლარია. აგროსერვის ცენტრის ხელოვნური განაყოფიერების სადგურები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.