1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის მარწყვის წარმოებით კოოპერატივები დაინტერესდნენ

აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ორგანიზაციის გამოცდილება მარწყვის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით მარწყვის მწარმოებელი კოოპერატივების წარმომადგენლებს გააცნო. აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში სტუმრებმა მარწყვის სადემონსტრაციო სათბური და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე მარწყვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საქართველოში წარმოებული მარწყვის განვითარების პერსპექტივებსა და რეალიზაციაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს, მარწყვის მწარმოებლების გაერთიანების საკითხიც ბაზარზე მარწყვის სტაბილური მიწოდების პრობლემის მოგვარების მიზნით. კოოპერატივ „შამათია“-სა  და „ქოლგა“- ს მარწყვის სათბურები სამეგრელოში პროექტ “თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში არის დაფინანსებული, რომელსაც ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE ), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ.