1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მეცნიერებმა აგროსერვის ცენტრის სანერგეებსა და სათბურებში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს

მეცნიერ - თანამშრომლებმა  ჩაქვის ციტრუსის,  ქობულეთის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობებსა და სათბურებში მიმდინარე კვლევით სამუშაოებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარმოადგინეს. აგროსერვის ცენტრსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, კვლევა სანარგეებში 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო, რომლის მიზანიც საცდელ - სადემონსტრაციო ნაკვეთებში არსებული მცენარეების ეტიკეტირება, გენოფობრივი და ჯიშობრვი იდენტიფიკაცია, ფენოლოგიური დაკვირვების წარმოება, ზრდა - განვითარების თავისებურებების შესწავლა, სიმწიფის ვადების, მოსავლიანობის და ბუნებრივ პირობებთან შეგუების დადგენა იყო. მეცნიერთა განცხადებით, ამ ეტაპზე  წინასწარი დასკვნის გაკეთება მიზანშეწონილი არაა, თუმცა უკვე გამოიკვეთა გარკვეული ჯიშების უპირატესობები. პროექტი  ENPARD AJARA  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ანგარიშის წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ესწრებოდა.