1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ფერმერებს მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

ფერმერებს მაღალმთიან აჭარაში მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგ-სემინარს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტი, ინჟინერ-მექანიკოსი რომან მარგალიტაძე უძღვებოდა. ტრენინგზე ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალმთიან აჭარაში მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების სერვისული მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილებით მომმარაგებელი ცენტრის გახნას გეგმავს. გარდა ამისა, სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კარტოფილის სარგავ-ამოსათხრელი, სათიბი და თივის დამტუკველი მანქანების შემოტანას აპირებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივ პროგრამას მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების შესახებ 2008 წლიდან ახორციელებს.