1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ფერმერებს „აგრო ნიუსები“ და რჩევები დაეგზავნებათ

აგროსერვის ცენტრი "ენპარდ აჭარა" პროექტის ფარგლებში ახალ სერვისს იწყებს. აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს აგროსიახლეებს სპეციალისტები მოკლე ტექსტური შეტყობინებების დახმარებით მიაწვდიან. გარდა ამისა, აცნობებენ აგროვადების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ. ასევე, ცხოველთა ვაქცინაციის, ტრენიგების, აგრო სესხებისა და გრანტების შესახებ. პირველ ეტაზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები აჭარაში  6 000-მდე აბონენტს დაეგზავნება, რომლებიც ფერმერულ საქმიანობას ეწევიან.