1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ციტრუსის სანერგეში ფერმერებს პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ

აგროსერვის ცენტრის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ფერმერებს ციტრუსის გასხვლის წესები, ვადები და ტიპები გააცნეს. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად დამსწრეებს პრაქტიკულად აჩვენეს თუ როგორ და რა საშუალებებით ჩაატარონ ციტრუსის ახალგაზრდა ნარგაოებების ფორმირება და სრულმოსავლიანი ბაღების გამოხშირვა.

ციტრუსის გასხვლა ადრე გაზაფხულზე ყინვებისა და წაყინვებისგან გამხმარი ტოტების მოცილების მიზნით ტარდება. ეს პროცესი ზრდის ბაღისგან ციტრუსის ხარისხიანი და სტანდარტული ნაყოფის მიღებას.