აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ბენეფიციალთა შერჩევის კრიტერიუმებისა და სუბსიდიის გაცემის წესის კომისიის წევრთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ, ქვეპროგრამის ხელმძრვანელი მირზა სუქნიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული ექსტენციის განყოფილების უფროსი ზურაბ ვარშანიძე და მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ბოლქვაძე. კომისიის წევრებმა განიხილეს ბენეფიციალთა განცხადებები და იმსჯელეს სუბსიდიის გაცემის ნორმებზე. სულ ქვეპროგრამის ფარგლებში შემოვიდა 468 განცხადება, 68 განცხადება არ აკმაყოფილებდა კომისიის მიერ დადგენილ ნორმებს. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმებული იქნა 409 ბენეფიციალის საფუტკრე მეურნეობა. აღნიშნულ ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციალები არაუგვიანეს 31 მაისს მიიღებენ შესაბამის სუბსიდიას. პროგრამის ფარგლებში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 400 მდე მეფუტკრე ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: ფუტკრის დაავადებები, პროფილაქტიკა და მკურნალობა.